Menu
  რონალდომ მესის გამოწვევის მიღება და იტალიაში გადასვლა ურჩია

კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის გამოწვევის მიღება და იტალიაში გადასვლა ურჩია.

„მე ვთამაშობდი ინგლისში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, ასევე ნაკრებში. დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი მაქვს. მესის კი მხოლოდ ესპანეთსა და არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს.

ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მინდა, მანაც მიიღოს გამოწვევა და იტალიაში წამოვიდეს. თუმცა, თუ მესი ესპანეთში თავს კარგად გრძნობს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მე კი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. დავამტკიცე, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შემიძლია. ახლა მინდა, „იუვენტუსთან“ ერთად გავიმარჯვო. სხვა დანარჩენი წარსულია.“ – განაცხადა რონალდომ „La Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-12-10 16:00:12
კომენტარები: