Menu
  ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა

ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, რვა საინტერესო ორმატჩიანი დუელი დაიგეგმა. ყველაზე დიდ ინტერესს "ლივერპული" - "ბაიერნის", "ატლეტიკო" - "იუვენტუსისა" და "მანჩესტერი" - "პსჟ"-ს თამაშები იწვევს.

ტურნირის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" ამსტერდამის "აიაქსს" შეხვდება. "ბარსელონას" მეტოქე კი "ლიონი" იქნება. ყველა მერვედფინალური წყვილი ასე გამოიყურება:

შალკე - მანჩესტერ სიტი;
ატლეტიკო - იუვენტუსი;
მანჩესტერი-პსჟ; 
ტოტენჰემი - დორტმუნდი;
ლიონი - ბარსელონა;
რომა - პორტუ;
აიაქსი - რეალი; 
ლივერპული - ბაიერნი; 

მერვედფინალის პირველი მატჩები 12-13 და 19-20 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი  კი – 5-6 და 12-13 მარტს.

ტოპ საიტების კატალოგი იხილეთ აქ: TOPSAITEBI

თარიღი: 2018-12-17 17:47:42
კომენტარები: